გიორგი გახარია ბელგიის სამეფოს მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

სამშაბათი, 12 ივნისი, 2018 - 17:29

 ვიცე–პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ბელგიის სამეფოს მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს - თეო ფრანკენს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში ბელგიაში თავშესაფრის მაძიებელთა მატების დინამიკა განიხილეს.

გიორგი გახარიამ თეო ფრანკენს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის შემცირების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი, ასევე, განხორციელებული ღონისძიებები გააცნო და სრული მზაობა გამოთქვა ბელგიურ მხარესთან ამ კუთხით დამატებითი თანამშრომლობის თაობაზე. მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს უნებართვოდ მყოფ პირთა რეადმისიის საკითხებში საქართველოსა და ბელგიას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობა, რაც გამოიხატება ქართული მხარის მიერ ბელგიიდან რეადმისიის შესახებ მოთხოვნების თითქმის 100%-იან დაკმაყოფილებაში.

ბელგიაში, ისევე, როგორც სხვა ევროპულ ქვეყნებში, საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფრის მაძიებლად აღიარების შესაძლებლობა საკმაოდ დაბალია. ბელგიის სამეფოს საქართველო აღიარებული ჰყავს უსაფრთხო ქვეყნად, რაც ძალიან ამცირებს ქართველების მიერ თავშესაფრის მიღების შესაძლებლობას.

გიორგი გახარიამ და თეო ფრანკენმა ბელგიის დედაქალაქში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის მეკავშირე ოფიცრის წარგზავნის შესახებაც ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ კონსულტაციები მეკავშირე ოფიცრის წარგზავნის თაობაზე უკვე დაწყებულია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.53
  • 2.91
  • 3.24
  • 0.04
  • 0.43
  • 1.49