ევროპის საბჭოს წევრ 47 სახელმწიფოს შორის საჩივრების სიმცირით საქართველო მე-12 ადგილზეა

სამშაბათი, 12 ივნისი, 2018 - 13:50

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/ განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2017 ანგარიში მოისმინა. ანგარიში იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ წარმოადგინა.

მომხსენებლის თანახმად, ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების წარმატებულობას ადასტურებს საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ საჩივართა მკვეთრი კლების ტენდენცია. ასევე ის, რომ შემცირდა იმ საქმეების რაოდენობა, რომელთა თაობაზე საქართველოს მთავრობას შეპასუხება ეთხოვა. 2011 წელს საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი იყო 395 საჩივარი, 2012 წელს - 367, ხოლო 2017 წელს კი - 89. ამ მონაცემებით, მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, ევროპის საბჭოს წევრ 47 სახელმწიფოს შორის საჩივრების სიმცირით, საქართველო მე-12 ადგილზეა.

მოხსენებისას აღინიშნა ისიც, რომ საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი საჩივრებიდან უფრო მეტი მათგანი ცხადდება უსაფუძვლოდ და მიუღებლად ან ირიცხება განსახილველ საქმეთა ნუსხიდან. ამ მონაცემის მიხედვითაც, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა საქმეების სიმცირის მიხედვით. ასევე, სტრასბურგის სასამართლომ 2017 წელს საქართველოს წინააღმდეგ 9 საქმეზე დაადგინა დარღვევა, საიდანაც 8 ეხება წინა ხელისუფლების დროს მომხდარ სამართალდარღვევებს.

რაც შეეხება 2017 წელს გამოტანილ განჩინებებს, ამ წლის განმავლობაში მთავრობამ 7 საქმეში აღიარა კონვენციის სხვადასხვა მუხლების დარღვევა, რომლებიც ასევე წინა ხელისუფლების პერიოდში ჩადენილ დარღვევებს შეეხებოდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ანგარიშის შეფასებისას აღნიშნა, რომ აღნიშნული გარემოებები ადასტურებს ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის პროგრესს და უკეთეს მაჩვენებლებს დასავლეთევროპულ ქვეყნებთან შედარებითაც კი.

„ადამიანის უფლებათა მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან განაპირობებს სწორედ საქმეთა ამგვარ სიმცირეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. თუმცა, ჩვენი პოლიტიკის მიზანია, კიდევ უფრო მეტად ავამაღლოთ ეს სტანდარტი და დავძლიოთ ის გამოწვევები, რომლებიც ჯერ კიდევ გვაქვს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში“- განაცხადა სოფო კილაძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.26
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45