ძალის გამოყენება არის ხელისუფლების პრეროგატივა, მთავარია, არ მოხდეს ძალის არათანაზომიერი გამოყენება - ირაკლი კობახიძე

ორშაბათი, 11 ივნისი, 2018 - 19:29

მოხდა განრიდება იმისთვის, რომ ეს ქმედება არ გადაზრდილიყო რაიმე სხვა ტიპის სამართალდარღვევაში - მოხდა გადაყვანა სხვა ლოკაციაზე და ნიკა მელია მყისიერად იქნა გათავისუფლებული ამ ინცინდენტის შემდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიას მიმართ განხორციელებული ქმედების შესახებ განაცხადა.

მომხდარს ირაკლი კობახიძე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დეპუტატის მიმართ განხორციელებული ქმედებასთან დაკავშირებით განმარტება შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო.

„მინდა, გამოვეხმაურო პარლამენტის წევრის მიმართ განხორციელებულ ქმედებას. როგორც მოგეხსენებათ, საქმე ეხება ნიკა მელიას. მე დავინტერესდი მყისიერად, მომხდარით, დავუკავშირდი შინაგან საქმეთა მინისტრს, გვქონდა მასთან შეხვედრა და მივიღე განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით, დეტალებთან დაკავშირებით. საქმე იყო შემდეგში: ადგილი ჰქონდა შემთხვევის ადგილზე სამართალდარღვევას ანუ კანონის მოთხოვნათა დარღვევას, იყო გარკვეული ქმედებები განხორციელებული შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მიმართ და იმისთვის, რომ აღკვეთილიყო სამართალდარღვევა, საჭირო იყო პარლამენტის წევრის განრიდება ადგილიდან. მე დავინტერესდი, ადგილი ჰქონდა თუ არა დაკავებას, განმარტება მივიღე ასეთი, რომ მოხდა განრიდება იმისთვის, რომ ეს ქმედება არ გადაზრდილიყო რაიმე სხვა ტიპის სამართალდარღვევაში. განრიდება მოხდა, მოხდა გადაყვანა, შესაბამისად, სხვა ლოკაციაზე, ეს იყო ერთ-ერთი განყოფილება და მყისიერად იქნა ბატონი ნიკა მელია გათავისუფლებული ამ ინცინდენტის შემდეგ. ასეთი განმარტება მივიღე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს წევრებს, ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტი ყველა დეტალით დაინტერესდება.

„ყველა დეტალით დავინტერესდებით. ძალის გამოყენება არის, ზოგადად, ხელისუფლების პრეროგატივა, მთავარია, არ მოხდეს ძალის არათანაზომიერი გამოყენება და ბუნებრივია, ამ კუთხით ჩვენ დავინტერესდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გვექნება კომუნიკაცია და ამის საფუძველზე გაირკვევა დეტალები. კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, პროტესტი არის ყველას უფლება, ეს არის კონსტიტუციური უფლება, მთავარია, პროტესტის გამოხატვისას არ გავცდეთ ჩვენ კანონის მოთხოვნებს, ეს არის ერთ მხარეს მნიშვნელოვანი, მეორე მხარს არის მნიშვნელოვანი ის, რომ ძალის გამოყენებისას არ დაირღვეს თანაზომიერების პრინციპი - ამ პროცესებს, ჩვენ, პარლამენტის კუთხით, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44