გუდაურში რუსი ტურისტების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ოთხი პირი დააკავეს

, 10 ივნისი, 2018 - 21:16

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ვ. ზ., 1987 წელს დაბადებული გ. ზ., 1982 წელს დაბადებული გ. ჯ. და 1980 წელს დაბადებული ვ. ბ. ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 9 ივნისს, დაბა გუდაურში, სასტუმრო „ბიდარას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ავტომანქანები დაუზიანეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს - ფიოდორ ჩელიშევს და სერგეი დემენტიევს.

გამოძიება ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45