თბილისის N51-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს შორის ინციდენტი მოხდა

შაბათი, 09 ივნისი, 2018 - 12:54

 თბილისში, გურგულიას ქუჩა N 30-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის N51-ე საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასელებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

აღნიშნულ ფაქტზე სამართალდამცველებმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

სამინისტროს განცხადებით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგინდა, რომ თბილისის N 51-ე საჯარო სკოლის 10-ე კლასის მოსწავლემ ს. გ.-მ, ამავე სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს ზ. ჯ.-ს სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ საშუალებით უცენზურო სიტყვები მისწერა, რაც მათი კამათის მიზეზი გახდა.

აღნიშნული პირები სიტუაციის გარკვევის მიზნით ერთმანეთს, მეგობრებთან ერთად გურგულიას ქუჩაზე შეხვდნენ. მათ შორის მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდგომაც ისინი შერიგდნენ. მოზარდებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხეს ინცინდენტში მონაწილე არასრულწლოვნები და მანდატურები. დღის განმავლობაში, ასევე, გამოიკითხებიან N 51-ე საჯარო სკოლის მასწავლებლები და ინციდენტის შემსწრე არასრულწლოვნები.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45