ლევან იზორია ნატოს შტაბ-ბინაში უნგრელ კოლეგას შეხვდა

პარასკევი, 08 ივნისი, 2018 - 22:05

ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ უნგრელ კოლეგასთან ტიბორ ბენკოსთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ლევან იზორიამ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის - ლოგისტიკის წარმატებით განხორციელებაში უნგრეთის მხარდაჭერისთვის კოლეგას მადლობა გადაუხადა. მინისტრებმა საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, 2019 წელს დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლებას უნგრეთიც შეუერთდება.

ბელგიის სამეფოში მიმდინარე ნატოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინელ კოლეგასთანაც გამართა შეხვედრა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.06
  • 3.45
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54