"სოლიდარობა პოლიტიკოსების გარეშე“- ს ორგანიზატორები სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ

პარასკევი, 08 ივნისი, 2018 - 00:01

"სოლიდარობა პოლიტიკოსების გარეშე“- ს ორგანიზატორები სპეციალურ  მიმართვას ავრცელებენ.

"აქციების – „სოლიდარობა პოლიტიკოსების გარეშე“ საზოგადოებრივ საბჭოს სამუშაო რეჟიმზე გადავიდა. ხელისუფლებას ხაზგასმით ვახსენებთ, რომ ჩვენ აქციებიდან გადავედით სამუშაო რეჟიმზე, რაც პირველ რიგში გულისხმობს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სიმართლის დადგენაში სახელმწიფო ორგანოების მუშაობის მონიტორინგს.

ბოლო დღეებში საზოგადოებამ დაინახა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიით მანიპულირება. ვიწრო პარტიული მიზნებისთვის ამ ტრაგედიის გამოყენება ყველაზე დიდი მტრობაა სიმართლის დადგენის გზაზე. იმ შემთხვევაში თუ დავინახავთ, რომ პოლიტიკური ძალების მხრიდან გაგრძელდება მცდელობა ზეგავლენა მოახდინონ მიმდინარე პროცესებზე - სოლიდარობის აქციები დაუყოვნებლივი განახლდება.

ჩვენ, საბჭოს წევრები დაღუპული ახალგაზრდების მშობლებს - ზაზა სარალიძეს და დავით დადუნაშვილს, ასევე ყველა იმ ადამიანს, რომელიც არ მოქმედებს ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით და აღელვებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები,

კიდევ ერთხელ ვთავაზობთ სიმართლის დასადგენად გაერთიანებას და აქტიურ ბრძოლას! უახლოეს პერიოდში ჩვენ საზოგადოებას წარვუდგენთ საზოგადოებრივ საბჭოს წევრებს", - ნათქვამია მიმართვაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45