ქართველ ოძეკს, ლევან გორგაძეს, (ტოჩინოშინს) მცხეთის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა

ხუთშაბათი, 07 ივნისი, 2018 - 11:45

საქართველოს პარლამენტის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ინიციატივით, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ქართველ ოძეკ, ლევან გორგაძესთან (ტოჩინოშინთან) შეხვედრა გაიმართა.

,,მე ბედნიერი ვარ იმით, რომ მომეცა საშუალება შევხვედროდი ადამიანს, რომელმაც იაპონიაში საქართველოს ისტორია დაწერა. მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, მადლიერი ვარ მისი და ამავდროულად აღფრთოვანებული მისი ამ წარმატებით, მის მიერ დაპყრობილი მწვერვალით და შესაძლებლობებით, რითიც არის დაჯილდოებული ლევან გორგაძე. ის დღეს საქართველოს სახეა იაპონიაში“ - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

იმპერატორის თასის მფლობელ ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინს) მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი კაპანაძემ, მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, მცხეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი მცხეთა-მთიანეთის მხარეში ლევან ზაუტაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე და მუნიციპალიტეტის სხვა თანამდებობის პირები.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.26
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45