პარლამენტის წევრთა ხელფასების ზრდა არ იგეგმება და ამაზე საუბარიც არ ყოფილა - გიორგი კახიანი

ოთხშაბათი, 06 ივნისი, 2018 - 18:50

პარლამენტის წევრთა ხელფასების შესაძლო ზრდის, მით უფრო გაორმაგების შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი გამოეხმაურა და მას დეზინფორმაცია უწოდა.

გიორგი კახიანის თქმით, ინიცირებულ პარლამენტის რეგლამენტის პროექტში გაჩნდა ჩანაწერი (მუხლი 14. პარლამენტის წევრის გასამრჯელო).

„მოგეხსენებათ, კონსტიტუცია, რომელიც ამოქმედდება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ითვალისწინებს, რომ პარლამენტის წევრთა ხელფასი განისაზღვროს საკანონმდებლო აქტით. რეგლამენტი არის საკანონმდებლო აქტი. აქამდე ამ საკითხს აწესრიგებდა კანონი პარლამენტის წევრთა ხელფასის შესახებ. ამჯერად საკითხს მოაწესრიგებს რეგლამენტი. ეს არის პროექტით გათვალისწინებული, რაც სუფთა სამართლებრივი ტექნიკის საკითხია და არანაირი კავშირი ხელფასების შესაძლო ზრდასთან ამას არ აქვს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, პარლამენტის წევრთა ხელფასების ზრდა არ იგეგმება და ამაზე საუბარიც არ ყოფილა.

„უფრო მეტსაც გეტყვით, 2012 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, პარლამენტის წევრთა ხელფასი არცერთი თეთრით არ გაზრდილა“.

გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ ასეთი ინფორმაციების გავრცელებას მეტი სიფრთხილით მოეკიდონ, რადგან საკითხი საზოგადოებაში გარკვეულ უკმაყოფილებას იწვევს და სრულიად სამართლიანსაც.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.2
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45