წინა საპარლამენტო კომისიებში უმრავლესობა წარმოადგენდა შემადგენლობის ნახევარს და თავმჯდომარეც უმრავლესობიდან იყო, ახლა პირიქითაა - ვახტანგ ხმალაძე

ოთხშაბათი, 06 ივნისი, 2018 - 15:06

წინა კომისიებში უმრავლესობა წარმოადგენდა ხოლმე შემადგენლობის ნახევარს და თავმჯდომარეც უმრავლესობიდან იყო, ახლა პირიქითაა, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე შექმნილ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობის თაობაზე, დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

აღნიშნულ საკითხზე ხმალაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„წინა კომისიებში უმრავლესობა იყო ხოლმე შემადგენლობის ნახევარი და არა ნახევარზე ნაკლები, ამასთან, კომისიას უმრავლესობის წარმომადგენელი თავმჯდომარეობდა, ახლა პირიქით არის, უმრავლესობა არის ნახევარზე ნაკლები და კომისიის თავმჯდომარეც არის ოპოზიციის წარმომადგენელი – ეს ცხადია, უკეთესია, საგამოძიებო კომისიისთვის ასე სჯობს“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმესთან დაკავშირებით, საპარლამენტო კომისია შეიქმნა. გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში 31 მაისს მიიღეს. დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეზე იმუშავებს, უმრავლესობას “ევროპული საქართველო” წარმოადგენს. კომისიის შექმნაზე დადგენილებას პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45