თბილისის „მეტროპოლიტენმა“ მუშაობა განაახლა

ოთხშაბათი, 06 ივნისი, 2018 - 14:07

 თბილისის „მეტროპოლიტენი“ მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.  მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც გუშინ ღამით გაფიცული მემანქანეები დედაქალაქის მერს კახა კალაძეს შეხვდნენ და მათ შორის შეთანხმება შედგა.

კახა კალაძე მემანქანეებს დაპირდა, რომ 2019 წელს აუცილებლად განიხილავენ მათ საკითხს და ყველაფერს გააკეთებენ მათი სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად.

მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხელფასების მომატების მოთხოვნით 4 ივნისს გაიფიცნენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55