ზაზა ხატიაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციას ქმნის

სამშაბათი, 05 ივნისი, 2018 - 23:54

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია „ადვოკატთა დახმარების საერთაშორისო ცენტრს“ ქმნის.

როგორც ზაზა ხატიაშვილი ამბობს, ადვოკატებზე თავდასხმამ სისტემური ხასაითი მიიღო, ათეულობით ადვოკატი  მიმართავს დახმარების თხოვნით, რამაც გადააწყვეტინა ადვოკატთა უფლების დაცვა.

"როგორც უფლებამდაცველს, მიკავშირდებიან სხვადასხვა ქვეყნებიდან ადვოკატები და მთხოვენ დახმარებას, ვეხმარები ბევრ ქვეყანას ადვოკატის უფლებების დაცვის სისტემის შექმნაში, მაგრამ საჭიროა ჩვენს ქვეყანაში გავაძლიეროთ ერთმანეთზე ზრუნვა, დავიცვათ ჩვენი პროფესიული ხელშეუხებლობა.

კოლეგებო! გუშინ ესროლეს ადვოკატ ინგა არახამიას საცხოვრებელ სახლს. ადვოკატის სახლზე თავდასხმა საეჭვოდ დაემთხვა ადვოკატ ინგა არახამიას განცხადებებს რაფალიანცის რეზონანსულ საქმეზე. პროკურატურა იქცევა არაადეკვატურად. პროკურატურა ვალდებულია გამოძიება დამატებით წარმართოს, სისხლის სამართლის კოდექსის 365 მუხლით, მუქარა ადვოკატის მიერ დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით. ადვოკატი ლიკა ბითაძე დაიბარეს ფინანსურ პოლიცაში და დაუწყეს ჩვენების გამოძალვა იმ საქმეზე, რა საქმეზეც იყო ადვოკატი. დანარჩენ ორ ქალბატონ ადვოკატს დაემუქრნენ პასუხისგებაში მიცემით, თუ კოლეგებს ხელს არ დაადებდნენ. ადვოკატებს სამართალდამცავები ექცევიან პატივისცემის გარეშე რაც არის მიუღებელი.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ყველაფერს აკეთებს ადვოკატის უფლებების დაცვის მიზნით, მაგრამ საჭიროა ყველა ადვოკატის ჩართულობა რათა პროცესმა არ მიიღოს საშიში ხასიათი. როდესაც ვიყავი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, სიცოცხლეს ვრისკავდი, რომ თქვენი უფლებები ყოფილიყო დაცული, მაგარმ ხშირად ვრჩებოდი მარტო, რაც არის დაუშვებელი. ყველა ადვოკატმა უნდა გავითავისოთ ერთად დგომის ვალდებულება და ერთმანეთის დახმარება, როცა რისკის ქვეშ დგება ჩვენი დამოუკიდებლობა. იმედი მაქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გახდება ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის ყველაზე დიდი მოკავშირე", - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.

ორგანიზაციის დაფუძნება 9 ივნისს,  13 საათზე, დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შედგება (ქ.თბილისი ჭაჭავაძის გამზირი # 25). 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55