პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ქართველ სუმოისტს ლევან გორგაძე-ტოჩინოშინს უმასპინძლეს

სამშაბათი, 05 ივნისი, 2018 - 16:10

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ სასახლეში ქართველ სუმოისტს ლევან გორგაძე-ტოჩინოშინს უმასპინძლეს.

პრეზიდენტმა ტოჩინოშინს მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

თავის მხრივ, ლევან გორგაძე-ტოჩინოშინმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მიმდინარე წელს, იმპერატორის თასის მოპოვების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს - ღირსების ორდენის მინიჭებისათვის.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.2
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45