გირჩი უერთდება არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას წულუკიანის გადაყენების თაობაზე

სამშაბათი, 05 ივნისი, 2018 - 15:57

გირჩი უერთდება არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას, დატოვოს თეა წულუკიანმა იუსტიციის მინისტრის თანამდებობა.

გირჩი მიიჩნევს, რომ სასამართლოსა და პროკურატურაში არსებული სავალალო მდგომარეობა მნიშვნელოვანწილად სწორედ თეა წულუკიანის პასუხისმგებლობაა და არცერთი თავმოყვარე ორგანიზაცია მასთან კონსულტაციებზე არ უნდა დაჯდეს.

თუ გვინდა, რომ მომავალ გენერალურ პროკურორს ჰქონდეს რაიმე ლეგიტიმაცია მაინც, მისი არჩევის პროცესთან არაფერი უნდა ჰქონდეს საერთო დღევანდელ იუსტიციის მინისტრს. ამავე დროს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალი გენერალური პროკურორი უნდა იყოს ადამიანი "სისტემის გარედან", რომელიც დადებს პროკურატურის დეცენტრალიზაციის გასაგებ და რეალისტურ გეგმას - რომ პროკურატურა აღარ იყოს სადამსჯელო მექანიზმი ყველა ხელისუფლების ხელში. სხვა შემთხვევაში, წავალთ შემდეგ წრეზე", - ნათქვამია გირჩის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.2
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45