დისკრიმინაციაში დადანაშაულებული კონდიტერი, რომელმაც უარი თქვა გეების ქორწილისთვის ტორტის გამოცხობაზე, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გაამართლა

ორშაბათი, 04 ივნისი, 2018 - 22:58

დისკრიმინაციაში დადანაშაულებული კონდიტერი, რომელმაც უარი თქვა  გეების ქორწილისთვის  ტორტის გამოცხობაზე, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გაამართლა. სასამართლომ გააუქმა კოლორადოს სასამართლოს განაჩენი კონდიტერის წინააღმდეგ,  რომელმაც უარი თქვა  გეების ქორწილისთვის  ტორტის გამოცხობაზე. გადაწყვეტილებას 9 მოსამართლიდან 7-მა დაუჭირა მხარი.

უზენაესმა სასამართლომ გაითვალისწინა კონდიტერ ჯეკ ფილიპსის აღმსარებლობა, ის ქრისტიანია და კოლორადოს სასამართლოს განაჩენი, რომელიც დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა, გააუქმა.

ექვსი წლის წინ, ფილიპსმა  გეიწყვილის შეკვეთა საქორწილო ტორტზე არ მიიღო და განაცხადა, რომ ის მზად არის გამოაცხოს  ნებისმიერი სხვა დღესასწაულისთვის  ტორტი, მაგრამ უარს ამბობს ერთსქესიანთა ქორწილისთვის. მისი თქმით,  ის თანამონაწილე ხდება ამ ცერემონიის, რაც მის ქრისტიანულ მორალს ეწინააღმდეგება.

გეი წყვილმა კოლორადოს სამოქალაქო უფლებების კომისიას მიმართა, შემდეგ კონდიტერის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს.  ორივე ორგანომ კონდიტერი  სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციაში დაადანაშაულა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.26
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45