ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინს) სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა

ორშაბათი, 04 ივნისი, 2018 - 20:23

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ქართველ სუმოისტს, ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინს) სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა. სპორტის სფეროში დაწესებული უმაღლესი ჯილდო მინისტრმა იმპერატორის თასის მფლობელ პირველ ქართველ ოძეკის საქართველოს პარლამენტში გამართულ მიღებაზე გადასცა.

პროფესიონალ ქართველ სუმოისტს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა და პარლამენტის სახელით, „ვეფხისტყაოსანი“ და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული საკოლექციო მონეტა გადასცა.

ლევან გორგაძე იაპონიიდან საქართველოში დღეს ჩამოვიდა. ტოჩინოშინს აეროპორტში სუმოს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ცაგურია (კოკაი), ოჯახის წევრები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები დახვდნენ.

ქართველმა სუმოისტმა იანვრის თვეში იმპერატორის თასის მოპოვება შეძლო, ხოლო მაისში გამართული ტურნირის შემდეგ პროფესიონალური სუმოს რანგით მეორე - ოძეკის ტიტული მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.26
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45