​პრეზიდენტი ნატო-ს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის მეთაურს შეხვდა

ორშაბათი, 04 ივნისი, 2018 - 16:17

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის მეთაურს, გენერალ დენის მერსიეს შეხვდა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც საქართველო-ნატოს ურთიერთობას, ასევე, კონკრეტულად, არსებითი პაკეტის მიმდინარეობას, ალიანსში მიმდინარე ცვლილებებსა და რეფორმას.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა და გენერალმა ისაუბრეს იმ ერთობლივ პროექტებზე, რომელიც დაგეგმილია საქართველო- ნატოს ერთობლივი სწავლებების სახით და ასევე, იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ნატო უახლოეს მომავალში შავი ზღვის უსაფრთხოებისა და მთლიანად აღმოსავლეთ ფლანგთან მიმართებაში განახორციელებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45