თავდაცვის სამინისტროს ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის მეთაური სტუმრობს

ორშაბათი, 04 ივნისი, 2018 - 12:47

ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ საერთო მიზნის მისაღწევად - გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა და უზრუნველვყოთ მეტი მშვიდობა და უსაფრთხოება, - ეს იყო ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის (SACT) მეთაურის, გენერალ დენის მერსიეს მთავარი გზავნილი, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, გენერალმა დენის მერსიემ ორმხრივი შეხვედრები თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის უფროსთან გამართა.

ლევან იზორიამ სტუმარს ნატოს ურყევი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და საქართველოს ნატოსთან დაახლოებას ხელს უწყობს.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გენერალ დენის მერსიეს ვიზიტი საქართველოს როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნის მიმართ, ალიანსის ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ პროგრესს, რასაც საქართველომ ნატოსთან თანამშრომლობის კუთხით მიაღწია.

მხარეებმა ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესსა და კონკრეტულად, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრზე (JTEC) გაამახვილეს, რომელიც ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებულ სარდლობასთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.26
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45