შეთანხმება შედგა - ჭიათურელი მაღაროელები აღარ გაიფიცებიან

ორშაბათი, 04 ივნისი, 2018 - 12:22

შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასა და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ჭიათურის პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას შორის წარმოებული მოლაპარაკების შედეგად, მხარეებისთვის კომპრომისული შეთანხმების მიღწევა მოხდა.

აღნიშნულის შედეგად, დღეს ჭიათურის სამთო-გადამამუშავებელ კომბინატში დაანონსებული გაფიცვა აღარ შედგა. კომპანიამ შეღავათების მნიშვნელოვანი პაკეტი შეიმუშავა, რაც დასაქმებულთა მატერიალური მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ აღნიშნული წინადადება ჭიათურის პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას გააცნო და ამჟამად მხარეები კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობენ.

მოლაპარაკების პროცესში, ამ დრომდე, აქტიურად არის ჩართული შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი მედიატორი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.06
  • 3.45
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54