არავითარი კონტრაქციები, ბრძოლა ბოლომდე, არც ერთი ნაბიჯი უკან - ზაზა სარალიძე აქციაზე მივიდა

, 03 ივნისი, 2018 - 22:14

პარლამენტის შენობასთან აქციაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა ზაზა სარალიძე ამ საღამოს გამოჩნდა. მისი თქმით, მისი მოთხოვნები არ შეცვლილა, ხოლო პარლამენტთან მისი არყოფნის მიზეზი მეუღლის შეუძლოდ ყოფნა გახდა.

"რას ჰქვია მოთხოვნების შეცვლა, კაცი სიტყვას რომ იტყვის, ის არ უნდა შეასრულოს?! მე ჩემს შვილს პირობა მივეცი, რომ ყველა დამნაშავე დაისჯება, რომ ყველა დამნაშავის ხელისდამფარებელი დაისჯება და იმ ხელის დამფარებლების ხელის დამფარებლები დაისჯება. სისტემა უნდა დაინგრეს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

რაც შეეხება საპროტესტო აქციაში პოლიტიკური პარტიების ჩართვას, სარალიძის განცხადებით, მან თვითონ მიმართა არა მარტო პარტიებს დახმარებისთვის, არამედ საზოგადოებასაც, რადგან, როგორც ამბობს, ამ სისტემას მარტო ვერ გაუმკლავდება. 

ზაზა სარალიძე ვაკის პარკის აქციის მონაწილეებს მიმართავს და მის გვერდში დგომისკენ მოუწოდებს.

"მე აქ ვდგავარ და ვითხოვ, აქ დამიდექი გვერდით, აქ ვდგავართ შვილმოკლული მშობლები და აქ დაგვიდექით გვერდით. მე დღეს აქ ვხედავ ძალიან ბევრ ადამიანს, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, აქ პოლიტიკოსი იდგება თუ არაპოლიტიკოსი, ჩვეულებრივი ადამიანი იქნება თუ ელიტისა და მმართველი გუნდის წარმომადგენელი, ისევ და ისევ ყველას მივმართავ, გავერთიანდეთ მთელი საქართველო, ვისაც საქართველოს მომავალი აწუხებს, აქ უნდა იდგეს დღეს, არავითარი კონტრაქციები, ბრძოლა ბოლომდე, არც ერთი ნაბიჯი უკან, ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებ თქვენი დახმარებით", - განაცხადა სარალიძემ და საზოგადოებას, სტუდენტებს, პოზიციას და ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდა იმ სისტემის დასანგრევად, რომელიც, მისივე სიტყვებით, "მთელ საქართველოს ანადგურებს".

ზაზა სარალიძემ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ამ დროისთვის დატოვა და ხვალისთვის აქციაზე მისვლას გეგმავს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55