იქ ჩემი ადგილი არ არის - ზაზა სარალიძე

, 03 ივნისი, 2018 - 22:23

 

ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა აცხადებს, რომ მან ვაკის აქციაზე ვერ დაინახა ის სულისკვეთება, რასაც  მისი შვილის მხარდაჭერა ჰქვია და იქ მისი ადგილი არ არის.

 "ვაკის აქციაზე ჩემი შვილის მხარდაჭერა ვერ დავინახე, სადაც აგრესიაა, იქ ჩემი ადგილი არ არის", - ამბობს  ზაზა სარალიძე და დარწმუნებულია, რომ აქცია იმართება და მის უკან გარკვეული პირები დგანან.

"ახალგაზრდები, ვინც იქ იდგნენ, დიდი საფრთხის წინაშე დგანან. იქ იყვნენ გარკვეული პირები... ამ აქციის უკან ვიღაც დგას. თავიდან რომ მივედი, კარგად მიმიღეს, მერე რაღაცნაირი კითხვები დამაყარეს, გაურკვეველი კითხვები - ჩვენთან დარჩი, ჩვენ გავიმარჯვებთ. მე აქ ვდგავარ და ვითხოვ, აქ დამიდექით გვერდით, აქ ვდგავართ შვილმოკლული მშობლები და აქ დაგვიდექით გვერდით", - განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძემ ვაკის აქციაზე ზეწოლასა და ძალადობაზეც ისაუბრა.

"იქ ზეწოლა განახორციელეს ადამიანზე, რა მნიშვნელობა აქვს, სახალხო დამცველია თუ ნებისმიერი ადამიანი. ზეწოლის წინააღმდეგი ვარ ყოველთვის. ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობისთვის და არა ზეწოლისთვის", - განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძემ ვაკის აქციის მონაწილეებს მოუწოდა, შეუერთდნენ მათ და ყველამ ერთად იბრძოლონ სამართლიანობის აღსადგენად.

"რას ჰქვია გაყოფა, რას ჰქვია გამოყოფა, რას ჰქვია აქცია და კონტრაქცია. ვისაც საქართველოს მომავალი აინტერესებს, აქ უნდა იდგეს დღეს, არავითარი კონტრაქციები", - აცხადებს სარალიძე.

რაც შეეხება ვაკის აქციაზე მისვლის მიზეზს, ზაზა სარალიძემ განმარტა, რომ ვაკის აქციაზე მისი მეორე შვილი და მისი მეგობრები იდგნენ, თუმცა ყველა მის მხარდამჭერ აქციაზე და სადაც სოლიდარობას გამოუცხადებენ, ყველგან მივა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.44
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55