ჩვენ კუპრავას და ძველი ზონდერების აქციას არ ვუერთდებით! - ირმა ინაშვილი

, 03 ივნისი, 2018 - 12:39

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზაზა სარალიძეს სამართლიანობისთვის ბრძოლაში თანადგომას უცხადებენ, კუპრავას და ძველი ზონდერების აქციას არ შუერთდებიან.

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა" ჯერ კიდევ ორი დღის წინ გააკეთა მკაფიო განცხადება. ჩვენ კუპრავას და ძველი ზონდერების აქციას არ ვუერთდებით! დაზარალებულის მდგომარეობა გვესმის, მხარს ვუჭერთ ობიექტური გამოძიების ჩატარების მოთხოვნას, ამ შემთხვევაშიც და ყველა სხვა შემთხვევაშიც მხარს ვუჭერთ სამართლიანობის აღდგენას და, ბუნებრივია, მხარს ვუჭერთ ყველა იმ ადამიანს, რიგით მოქალაქეს, ახალგაზრდას თუ მხცოვანს, ვინც ამ აქციაზე მივიდა გულწრფელად, სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, მაგრამ ვიმეორებ: ვერანაირად ვერ ვიდგებით კუპრავების, უგულავების, მელიების და მათი ძმების გვერდით და ვერ მივიღებთ ამ დამნაშავეების "მართალ სიტყვას" და "ბრძოლას სიმართლისთვის" . ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი: ვისაც რეალურად და გულწრფელად უნდა ბრძოლა, ამისი საშუალება უახლოეს ხანში მიეცემა!", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ირმა ინაშვილმა გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45