ზაზა სარალიძესა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმება შედგა

, 03 ივნისი, 2018 - 11:33

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი ახალგაზრდის მამის ზაზა სარალიძის წარმომადგენლისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრა შეთანხმებით დასრულდა.

 რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან დღეს, 18:00 საათზე ოპოზიციური პარტიები საინფორმაციო მიტინგს გამართავენ, სადაც მიტინგის მონაწილეებს სამოქმედო გეგმას გააცნობენ.

მოლაპარაკებები ედპ-ს ოფისში წუხელ გვიან შედგა.  ოპოზიციური პარტიები - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „სახელმწიფო ხალხისათვის“, „ახალი საქართველო“ - შეთანხმდნენ, რომ ზაზა სარალიძეს გვერდში ამოუდგებიან და როგორც აცხადებენ, წინ აღუდგებიან სუს-ის მიერ დაგეგმილ პროვოკაციებს და გამოგზავნილ პროვოკატორებს.

როგორც  ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავდა აცხადებს, ივანიშვილის გეგმა იყო, რომ პოლიტიკური პარტიები ჩამოეშორებინა საპროტესტო აქციისგან, თუმცა პირიქით გამოვიდა - "გაგვაერთიანა ზაზასთან და მალხაზთან ერთად".

ხვალ, ექვს საათზე მოგიწოდებთ ყველას, დავდგეთ ერთად, თქვენ იხილავთ ერთიანი ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, ქართველი ხალხის გეგმას ამ რეჟიმის დასასრულებლად“, – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.25
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44