მნიშვნელოვანია, რომ YouthDIG 2018 - ის მონაწილეები ქართველ ახალგაზრდებს გამოცდილებას გაუზიარებენ - დიმიტრი ქუმსიშვილი

, 03 ივნისი, 2018 - 11:28

 დღეს ჩვენ ტექნოპარკში ვმასპინძლობთ ახალგაზრდებს ევროპის 20 ქვეყნიდან. სწორედ მათ უნდა მიიღონ მომავალში გადაწყვეტილებები, თუ როგორ გამოიყენონ ეს მონაცემები, რომელთაც სახელმწიფო აგროვებს და შექმნან დამატებითი აპლიკაციები და სერვისები, რომელთაც შემდგომში მოსახლეობას მიაწვდიან, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფორუმის „ევროპული დიალოგი ინტერნეტ-მმართველობისთვის“ (EuroDIG 2018) ფარგლებში გამართულ YouthDIG 2018 - ზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

ღონისძიებაში მონაწილეობენ ახალგაზრდა დელეგატები ევროპის 20-ზე მეტი ქვეყნიდან. ისინი მთელი დღის განმავლობაში განიხილავენ და გამართავენ დისკუსიებს ინტერნეტ მმართველობის ძირითად საკითხებზე.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ YouthDIG 2018 - ზე მისი მონაწილეები ერთმანეთს და ასევე ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც ფორუმში მონაწილეობენ, გაუზიარებენ გამოცდილებას, თუ როგორ შეიძლება უკეთესად იქნას გამოყენებული ინტერნეტი სახელმწიფოს მართვაში და არა მხოლოდ.

„ჩვენ დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალში ეს გამოცდილება ჩვენს მოქალაქეებს და ქვეყანას მოხმარდება,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44