სწრაფი სიარული აუმჯობესებს ჯანმრთელობას და სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის

შაბათი, 02 ივნისი, 2018 - 20:46

სწრაფი სიარული აუმჯობესებს ჯანმრთელობას და სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის, - ასკვნიან მეცნიერები.

გრძელვადიანმა დაკვირვებამ  აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებსაც სწრაფი სიარულის ჩვევა აქვთ,  მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესია და ყველაზე დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ახასიათებთ მათთან შედარებით, ვინც ნელა და საშუალო ტემპით დადის.

საერთაშორისო მეცნიერთა გუნდმა დიდი ბრიტანეთიდან, ირლანდიიდან და ავსტრალიიდან, ინგლისისა და შოტლანდიის  გარკვეული დასახლების მაცხოვრებელთა მონაცემები გააანალიზეს, რომლებიც 1994-დან 2008 წლამდე მონაცემებს ეყრდნობოდა.

კვლევის შედეგების შესახებ  მეცნიერები 1 ივნისს British Journal of Sports Medicine-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.53
  • 2.91
  • 3.24
  • 0.04
  • 0.43
  • 1.49