შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დავით დადუნაშვილს და სახალხო დამცველს შეხვდა

შაბათი, 02 ივნისი, 2018 - 14:39

 შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამას შეხვდა. შეხვედრას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი ხათუნა მაღლაკელიძე დაესწრნენ.

გიორგი გახარიამ დავით დადუნაშვილს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სახალხო დამცველს და დადუნაშვილის ოჯახს გამოძიების პროცესში არსებულ სიახლეებს სისტემატურად გააცნობს. გიორგი გახარია მზად არის, უპირობოდ შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას - ზაზა სარალიძეს და მიმდინარე საქმის დეტალები გააცნოს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44