ერთ „შოთაძეს“ მეორე „შოთაძე“ ჩაანაცვლებს, ისევ დარეკავენ „ზემოდან“ - სალომე ასათიანი

პარასკევი, 01 ივნისი, 2018 - 11:13

ახლა უპირველესი პრიორიტეტი რომ სარალიძის მკვლელობის გამოძიებაა, ეს ცხადია. და, თუკი ეს ცნობები დადასტურდება, იმ პირების დასჯაც, რომლებმაც ბოროტად ისარგებლეს თავიანთი ძალაუფლებით და გამოძიებას ხელი შეუშალეს. მაგრამ პრობლემა სცილდება ამ ერთ ტრაგიკულ შემთხვევას. სახელმწიფო ინსტიტუტების, სამართალდამცავი უწყებების მიერ ხალხის ნაცვლად მთავრობის სამსახურში დგომის, პოლიტიზების, არაკომპეტენტურობისა და პოლიტიკური კორუფციის წრე თუ არ გაირღვა, ძირეულად არაფერი შეიცვლება და მომავალში კიდევ ბევრი მშობლის გამწარებულ ხმას გავიგებთ. ერთ „შოთაძეს“ მეორე „შოთაძე“ ჩაანაცვლებს - ისევ დარეკავენ „ზემოდან“, მთავრობის ჩრდილოვანი თუ ხილული შრეებიდან - და უბრალო ადამიანს ისევ არ ექნება სამართლის პოვნის შანსი, თუ არ გაუმართლებს და თავზე დამტყდარი უბედურებით მისი გზა „ძლიერებთან“ გადაიკვეთება, - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი სალომე ასათიანი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.26
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45