ზაზა სარალიძის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია დღეს, 18 საათზე განახლდება

შაბათი, 02 ივნისი, 2018 - 10:29

თბილისში, პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია დღეს, 18 საათზე განახლდება. აქციის ორგანიზატორების მოთხოვნა უცვლელია, ისინი მთავრობას უნდობლობას უცხადებენ და გადადგომას ითხოვენ.

როგორც ზაზა სარალიძე აცხადებს, აქციიდან რამდენიმე პირი მის გატაცებას ცდილობდა, თუმცა მისმა მეგობრებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. 

მიუხედავად იმისა, რომ შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებით, არსებობს ზაზა სარალიძის სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე და მას მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები შესთავაზა, სარალიძე შეთავაზებას არ დათანხმდა და მოთხოვნების შესრულებამდე აქციის გაგრძელებას აპირებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53