არის თუ არა უსაფრთხო ბავშვების ტაქსით მარტო მგზავრობა? - "მაქსიმის" რჩევები მშობლებს

პარასკევი, 01 ივნისი, 2018 - 17:26

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის წინ სერვისი "მაქსიმი" მშობლებს რამდენიმე რჩევას სთავაზობს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ,  არის შემთხვევები, როდესაც მშობლები ვერ ახერხებენ გაკვეთილების შემდეგ ბავშვების დახვედრას ან სადმე წაყვანას და საჭირო ხდება მათთვის ტაქსის გამოძახება. სერვისის მარტივი რჩევები დაგეხმარებათ გახადოთ მგზავრობა კომფორტული და უსაფრთხო.

1. გამოიძახეთ ტაქსი ბავშვისთვის დამოუკიდებლად ავტომობილის გამოძახებისას ბავშვი შეიძლება დაიბნეს, აერიოს მგზავრობის მისამართები. ასე რომ არ მოხდეს, კარგი იქნება, თუ მშობლები თვითონ შექმნიან შეკვეთას. აპლიკაციაში «მაქსიმი» შესაძლებელი არის ბავშვის მობილური ნომრის მითითება და შეტყობინებები მგზავრობის შესახებ პირდაპირ მასთან მივა. ამისათვის, შეკვეთის სურვილებში საჭიროა სპეციალურ ველში ტელეფონის ნომრის შეყვანა. ამ ფუნქციის წყალობით არ დაგჭირდებათ ავტომობილის მარკის, ნომრისა და მისვლამდე დარჩენილი დროის ბავშვისთვის გადაცემა: ის ყველაფერს დაინახავს თავის ტელეფონზე SMS-ში.

2. აირჩიეთ გადახდის უნაღდო ანგარიშსწორების მეთოდი მგზავრობების საფასურის უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდისთვის სერვისის ყოველ მომხმარებელს აქვს თავისი პირადი ანგარიში. აღნიშნული ანგარიში დაგეხმარებათ იმ შემთხვევაშიც, როცა საჭიროა ბავშვის გაგზავნა თანმხლები პირის გარეშე. პატარა მგზავრს არ მოუწევს ნაღდი ფულით გადახდა: მგზავრობის ღირებულება ავტომატურად ჩამოიჭრება ანგარიშიდან. ამ შესაძლებლობის გამოსაყენებლად, აპლიკაციაში შეკვეთის შექმნისას დააჭირეთ გადახდის მეთოდის ნიშანს და აირიეთ ანგარიში. ოპერატორის მეშვეობით გამოძახებისას უთხარით, რომ ანგარიშიდან გადაიხდით. საიტიდან გამოძახების შემთხვევაში უნდა აირჩიოთ პირობა შეკვეთის ფორმაში. ანგარიშის შევსება შეგიძლიათ გადახდის ტერმინალების მეშვეობით.

3. სთხოვეთ ბავშვს გამოგიგზავნოთ მგზავრობის მარშრუტი აპლიკაცია «მაქსიმით» შეგიძლიათ რეალური დროის რეჟიმში რუკაზე თვალი ადევნოთ ტაქსით ბავშვის გადაადგილებას. თუ ბავშვმა თვითონ შექმნა შეკვეთა, მან თავისი აპლიკაციიდან უნდა გაგიზიაროთ მგზავრობის ტრეკი. თქვენ მიიღებთ მარშრუტის რუკის ლინკს. თუ შეკვეთა შექმნა რომელიმე მშობელმა, არავითარი დამატებითი მოქმედების შესრულება არ არის საჭირო. აპლიკაციაში გამოჩნდება, სად მიდის ტაქსი. სერვის «მაქსიმის» სიმარტივე და მოხერხებულობა ყველაზე პატარა მგზავრებსაც კი აძლევს შესაძლებლობას ისარგებლონ მისი მომსახურებებით. ხოლო თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მარშრუტის განმავლობაში მგზავრობის შესახებ ინფორმაციის მიღების მეშვეობით მშობლებს აქვთ საშუალება დარწმუნდნენ იმაში, რომ მგზავრობა მიმდინარეობს უსაფრთხოდ. მაგრამ მხოლოდ სერვისზე არ არის დამოკიდებული მგზავრობის უსაფრთხოება. მშობლებმა თვითონ უნდა ასწავლონ ბავშვს, რომ ავტომობილში უსაფრთხოების ღვედების შეკვრა აუცილებელია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45