3 ივნისს ტექნოპარკი ევროპის 20-ზე მეტი ქვეყნიდან YothDIG 2018-ის მონაწილეებს მასპინძლობს

პარასკევი, 01 ივნისი, 2018 - 13:27

2018 წლის 3 ივნისს, 09:00 საათზე ტექნოპარკში ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე ევროპული დიალოგის EuroDIG 2018 -ის ფარგლებში YothDIG 2018 გაიმართება.

ფორუმის მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა დელეგატები ევროპის 20-ზე მეტი ქვეყნიდან.

ფორუმის მონაწილეები განიხილავენ და გამართავენ დისკუსიებს ინტერნეტ მმართველობის ძირითად საკითხებზე, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ ქართული სტარტაპები: Influence Georgia – მარკეტინგის კომპანია, რომელიც აერთიანებს სოციალურ ქსელში გავლენიან და პროფესიონალ ადამიანებს და აკავშირებს მათ კომპანიებთან. WIFISHER - სარეკლამო პლატფორმა, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს სპეციფიკურ ადგილებში განათავსონ რეკლამა WiFi-ს ჩართვამდე რამდენიმე წამით ადრე. Phage Nutraceuticals - კომპანია ნატურალური და უსაფრთხო ბაქტერიოფაგული ტექნოლოგიის გამოყენებით აწარმოებს სრულიად განსხვავებულ, ჯანსაღ, დიეტურ საკვებ დანამატებს. QuickCash - ფინანსური შეფასების ინოვაციური პლატფორმა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, რომელიც ბიზნესს საშუალებას მისცემს საკუთარ პორტფოლიოზე დაყრდნობით მარტივად შეიტყოს, თუ რომელი ფინანსური ინსტიტუტისგან რა რაოდენობის თანხის სესხება შეუძლია და რა პირობებით. QuickCash- ი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს (ახალი ქართული კომპანიების 96%) გაუმარტივებს წვდომას სამუშაო კაპიტალზე.

ამ მასშტაბის და მნიშვნელობის ინტერნეტ ფორუმის თბილისში ჩატარება იმ ფაქტმა განაპირობა, რომ საქართველოში ინტერნეტ მმართველობა სწორი მიმართულებით, ინტენსიურად ვითარდება, ინტერნეტი კი ღია და დაცულია. ამ რანგის და მნიშვნელობის ინტერნეტ ფორუმი საქართველოში პირველად ტარდება, ამასთან, EuroDIG 2018-ის საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ინტერნეტ საზოგადოებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფორუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში, ხოლო მეორე შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში ტარდება.

,,საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყანაში ახალგაზრდების ჩართულობას ციფრული და ინტერნეტ მმართველობის ეკოსისტემის შექმნის პროცესში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ღონისძიების მასშტაბურობა, საქართველოს პირველ ტექნოლოგიურ პარკში, 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად ქართველი ახალგაზრდები იმსჯელებენ მსოფლიო ციფრული ეკონომიკის გამოწვევებსა და განვითარების გზებზე. ციფრულ სივრცეში არ არსებობს საზღვრები, შესაბამისად, მსგავსი ღონისძიებების ორგანიზება ქვეყანაში უმნიშვნელოვანესია, რაც ქართველ ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს გაეცნოს ევროკავშირში არსებულ ტენდენციებს და ქართულმა და ევროპულმა სტარტაპებმა ერთად განიხილონ მსოფლიო ციფრული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები.“ - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ კასრაძე.

ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე - EuroDIG პლატფორმა რამდენიმე ორგანიზაციის, სამთავრობო წარმომადგენლებისა და ექსპერტების მიერ 2008 წელს შეიქმნა. EuroDIG-ის წლიური მუშაობის დასკვნით ფაზას წარმოადგენს EuroDIG-ის „გზავნილები“ და წინადადებები, რომლებიც წარედგინება გაეროს „ინტერნეტ მმართველობის ფორუმს“ (IGF). EuroDIG- ი ყოველწლიურად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და წარმოადგენს ევროპის ფარგლებში ყველაზე მასშტაბურ, ღია და მრავალმხრივ ევროპულ პლატფორმას მოსაზრებებისა და საუკეთესო გამოცდილების გასაცვლელად - თუ როგორ უნდა იმართებოდეს ინტერნეტი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53