ზაზა სარალიძის მხარდამჭერთა საპროტესტო აქცია დღის 4 საათზე განახლდება

პარასკევი, 01 ივნისი, 2018 - 11:53

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამის  ზაზა სარალიძის მხარდამჭერთა საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ დღის 4 საათზე განახლდება.

მრავალათასიანი მხარდამჭერი აქცია წუხელ გვიან დაიშალა, თუმცა უფრო მასშტაბური აქციის განახლებას აქციის ორგანიზატორები დღეს აანონსებენ.

პარლამენტის შენობის წინ ამ დრომდე რჩებიან ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერთა ნაწილი. წუხელვე რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა რამდენიმე კარავი გაშალეს.

 ზაზა სარალიძემ და მისმა მხარდამჭერებმა  მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქცია ირაკლი შოთაძის გადადგომის მოთხოვნით მას შემდეგ გამართეს, რაც  თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანების მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოგვიანებით საპროტესტო აქციამ პარლამენტთან გადაინაცვლა.

მრავალათასიან საპროტესტო აქციას პოლიტიკოსები, ყოფილი საჯარო მოხელეები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და გიორგი მარგველაშვილის ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45