ჩვენო არჩეულო ხელისუფლებავ, გვითხარი თუ რამეთი გაშინებენ ეს ნაძირლები - გია გაბრიჭიძე

პარასკევი, 01 ივნისი, 2018 - 11:28

დღეს აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი გადადგა კვირიკაშვილმა და აბსოლუტურად მისაღები განცხადება გააკეთა. კობა კობალაძეს რომ დაუსტვენ, ბოთლს ესვრი და კუპრავას ტაშს დაუკრავ, ყველაფერი ნათელია.

რაც შეეხება ხელისუფლების საკმაოდ მოცულობით და ოდიოზურ ნაწილს: ნამდვილად არ ვიცი და ალბათ ვერასოდეს გავიგებ, რა სისხლს უსხამენ ხელისუფლებაში შემთხვევით მოხვედრილ ტიპებს ("მოხვედრილ ტიპებს"). რატომ უყურებენ ქვეყანას დაბურული შუშებიდან და რატომ ჰგონიათ რომ "რაღაც" საკითხი "ისეთი პრობლემა არ არის?" რატომ თვლიან, რომ მურუსიძის მოსამართლეობა, "პრაკურორების" და "ძაღლების" შენარჩუნება, პოლიტიკანებისთვის ქვეყნის სადავეების გადაცემა და მათგან "კოჰაბიტაციის" შემოტენვა, ლომჯარიას "სახალხო დამცველობა", კოლექტიური გუგულის "რეფორმატორობა", ე.წ. "სამოქალაქო სექტორის" მიმართ მონური მორჩილება და მათი იმ ყველა კომისიაში გაკვეხება, სადაც ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხები წყდება აუცილებელია. რატომ გახდა საპროგრამოდ გამარჯვებიდან ექვსი თვის თავზე, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პრაღაში გაკეთებული განცხადება - ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა, ჩვენი უმთავრესი პოლიტიკური ამოცანააო. არ მესმის ნინია კაკაბაძის კაი მსუყე ადგილას დანიშვნაზე თავის მართლება ფრაზით - უი, ეს თუ ასეთი პრობლემა იქნებოდა არ მეგონაო.

არ მესმის ერთ წელიწადში რეგიონის პრაკურორისგან 41-ჯერ ფეშქაშის (აღარ ვიცი პრემია ჰქვია, თუ დანამატი და ამიტომ ეს სიტყვა გამახსენდა) აღება. მეორე რანგის (ანუ შემსრულებელ ჩინოვნიკებად) ნაცების, ან რაღაც უაზრო სერტიფიკატების მფლობელი უსაქმურების დანიშვნა და კიდევ ბევრი რამ, რაც არ მესმის და ვერასოდეს ვერ გავიგებ.

ჩვენო არჩეულო ხელისუფლებავ, გვითხარი თუ რამეთი გაშინებენ ეს ნაძირლები და რამენაირად მაგათაც მოვუვლით. მთელი ქვეყანა მიშასი იყო და ჩვენ, ხალხმა მოვიშორეთ და ამ ლაწირაკ პიჟონებსაც მივხედავთ, ოღონდ ფრთხილად იყავით, იმ დონეზე არ მივიდეს ხალხი, რომ მოქნეული ვეღარ მოზომოს! - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.53
  • 2.91
  • 3.24
  • 0.04
  • 0.43
  • 1.49