სახელმწიფომ ხორავას ქუჩაზე დანაშაულის გამოძიება, გასაჩივრების ნაცვლად, თავიდან უნდა დაიწყოს - „ახალგაზრდა ადვოკატები“

ხუთშაბათი, 31 მაისი, 2018 - 16:47

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენის შედეგად ქ. თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრუწლოვანთა ჩხუბის დროს მოკლული მოზარდების საქმეზე გამოტანილ განაჩენსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის პოზიციებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის გამოძიება, სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების ნაცვლად, თავიდან უნდა დაიწყოს.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას საქმესთან დაკავშირებით აიღოს სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობა, ვინაიდან სასამართლოს განაჩენის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ცალსახად დგინდება, რომ დანაშაულის ჩამდენი რეალური პირი ან პირები, ხელშეუხებელია. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმეზე საერთაშორისო სპეციალისტების მოწვევის პარალელურად, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, უნდა მოახდინოს საქმეზე ყველა ფაქტობრივი მასალის გასაჯაროვება, რათა საზოგადოებაში არსებულ ლეგიტიმურ კითხვებს პასუხი გაეცეს.

ბრალდების მხარის წარმოებულ საქმეზე ინსტიტუციური პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავარ პროკურორს, რომლიც დაუყოვნებლივ უნდა შეხვდეს გარდაცვლილი ოჯახის წევრებს და საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს თანამდებობაზე ყოფნის გადაწყვეტილება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ ყველა ზომა უნდა მიიღოს, მოცემულ ვითარებაში, ქვეყნის ტერიტორია არ დატოვოს, ნებისმიერი საპროცესო სტატუსის მიუხედავად, საქმესთან შემხებლობაში მყოფმა არც ერთმა პირმა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სამართლიანობის განცდის დაბრუნება საზოგადოებაში, სწორი დასკვნები გააკეთოს არსებულ გამოწვევებზე და პოლიტიკური გადაწყვეტილებები შესაბამისობაში მოვიდეს ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის ინტერესებთან", - ნათქვამია "ახალგაზრდა ასვოკატების" განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45