საინჟინრო ბრიგადაში EOD-ის ინსტრუქტორთა განაღმვის სწავლება დაიწყო

ოთხშაბათი, 30 მაისი, 2018 - 23:00

საინჟინრო ბრიგადაში აშშ-ის ევროპული სარდლობის (EUCOM) ფეთქებადი საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფის (EOD) ასეულის ინსტრუქტორების მიერ განაღმვის სწავლება დაიწყო. სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის ფეთქებადი საბრძოლო მასალების განადგურების (EOD) ასეულის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.

სწავლება სამ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე ქართველი სამხედრო ინჟინრები მრავალფუნქციური პორტატული რენტგენის აპარატის მუშაობას შეისწავლიან. რენტგენის აპარატით, რომელიც ქართულ მხარეს EUCOM-მა გადასცა, შესაძლებელია საეჭვო პაკეტების შემოწმება, აფეთქების შემდგომი კრიმინალისტიკური ექსპერტიზა, იარაღის შემოწმება, ტვირთისა და სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირება. სწავლების მეორე ეტაპზე კი, შემოწმდება ინსტრუქტორების მომზადების სამივე ფაზის შედეგები და შემდეგ კი, ქვედანაყოფისთვის საჭირო სწავლებები დაიგეგმება.

EUCOM-ის მიერ დაგეგმილი სწავლება ნატოს ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის" ნდობის ფონდის პროექტ ,,საქართველო IV"-ის ფარგლებში დაიწყო. სწავლების დასრულების შემდეგ პირად შემადგენლობას შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.26
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45