თავდაცვის მინისტრმა კადეტებს სასწავლებლის დასრულება მიულოცა

სამშაბათი, 29 მაისი, 2018 - 17:05

სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 67-მა კადეტმა დაამთავრა, რომელთაგან 3 ოქროსა და 5 ვერცხლის მედლის კანდიდატია. მათ ლიცეუმის გამოსაშვები გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ემზადებიან. კურსდამთავრებულთა უმრავლესობა სწავლას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განაგრძობს.

მეშვიდე, 2018 წლის გამოშვების დამთავრება ლიცეუმის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. კადეტებს სასწავლო წლის დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა მიულოცეს. ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვეს და მათ მშობლებსა და პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს. სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის მინისტრმა ყურადღება სამხედრო მოსამსახურისთვის განათლების მნიშვნელობასა და ლიცეუმში სწავლის ხარისხზე გაამახვილა.

ღონისძიება დაჯილდოებით გაგრძელდა. ლევან იზორიამ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სამი სამხედრო მოსამსახურე უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა, წარჩინებულ კადეტებს კი სერტიფიკატებთან ერთად, ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. კადეტები ლიცეუმის კაპელანმა, დეკანოზმა დავითმა დალოცა.

მოგვიანებით თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა დაწყებითი სამხედრო მომზადების ცენტრში გადაინაცვლეს და სასწავლო ინფრასტრუქტურა, ასევე, რობოტექნიკის გამოფენა და კადეტების ნამუშევრები დაათვალიერეს.

სსიპ კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2010 წლის 2 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის №515 ბრძანებით ქალაქ ქუთაისში დაფუძნდა. 2014 წლის 15 სექტემბერს ლიცეუმს ,,გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი“ მიენიჭა. ლიცეუმში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო საფეხურის ვაჟები ირიცხებოდნენ. 2016 წლიდან კი ლიცეუმში სწავლის შესაძლებლობა გოგონებსაც მიეცათ. ამჟამად ლიცეუმში სწავლობს 260 კადეტი, მათ შორის 31 გოგონა.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ახალი სასწავლო წლისთვის საბუთების მიღება 18 ივნისს დაიწყება და 29 ივნისამდე გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.26
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45