ყველაფერი ისე არ წავიდა - ჯორჯ სოროსი ახალ გლობალურ ფინანსურ კრიზისს პროგნოზირებს

სამშაბათი, 29 მაისი, 2018 - 20:33

ამერიკელი მილიარდერი, ფინანსისტი, ინვესტორი და ფილანთროპი, ასევე  ცნობილი საქველმოქმედო ორგანიზაციების ქსელების „სოროსის ფონდის“ დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი ახალ გლობალურ ფინანსურ კრიზისს ვარაუდობს.

მილიარდერის აზრით, "ყველაფერი ისე არ წავიდა", ამჯერად კრიზისი ევროკავშირის ქვეყნებს შეეხება, რომლებიც "ეგზისტენციურ საფრთხეში არიან".

სოროსის პროგნოზით, დოლარის გამყარება კაპიტალის გადინება განვითარებადი ბაზრებისკენ, გამოიწვევს ახალ მსოფლიო ფინანსურ კრიზისს.

"შესაძლოა, ვუახლოვდებით  კიდევ ერთ  ღრმა ფინანსურ კრიზისს", - მოჰყავს  Bloomberg-ს  მილიარდერის სიტყვები.

სოროსი მიიჩნევს, რომ კრიზისის საფრთხე პირველ რიგში ევროკავშირს შეეხება. მათ ეკონომიკას დაარტყამს ირანთან ბირთვული შეთანხმებისა და შეერთებულ შტატებთან ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის შეწყვეტა. ეს ყველაფერი  გამოიწვევს ვალუტის დევალვაციას განვითარებად ბაზრებზე.

სოროსის განმარტებით, მას მხედველობაში აქვს ასევე ევროკავშირში მიგრაციის კრიზისი,  ბრიტანეთის კავშირიდან გასვლა და  ეკონომიკური  პოლიტიკა.

"ის ფაქტი, რომ ევროპა იმყოფება ეგზისტენციურ საფრთხეში, მხოლოდ ლაპარაკი არაა, ეს მკაცრი რეალობაა," - განაცხადა სოროსმა და  ევროკავშირს რეფორმირებისკენ და  ევროზე უარის თქმისკენ  მოუწოდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.06
  • 3.45
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54