სირიამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა

სამშაბათი, 29 მაისი, 2018 - 14:20

 სირიის არაბთა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ასევე  დამასკომ და სოხუმმა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა და სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ განაცხადეს, - აღნიშნულის შესახებ ოკუპირებული რეგიონების საგარეო უწყებები აცხადებენ.

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, აფხაზეთსა და სირიის არაბულ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებასა და სირიის მხრიდან დამოუკიდებლობის აღიარებას   წინ უძღოდა აფხაზეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთის რესპუბლიკის საელჩოსა და  სხვა უწყებების დიდი მუშაობა.

რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აგვისტოს ომის შემდეგ -  2008 წლის 26 აგვისტოს ცნო, რუსეთის კვალდაკვალ -  ნიკარაგუამ,  ვენესუელამ,  ნაურუმ, ტუვალუმ და ვანუატუმ.  მოგვიანებით აღიარება უკან წაიღო ვანუატუმ და ტუვალუმ.  

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45