ეს გახდება დიდი საჩუქარი ვლადიმერ პუტინისთვის - ევროპელები შიშობენ, რომ ტრამპი კატასტროფულ გადაწყვეტილებას მიიღებს

სამშაბათი, 29 მაისი, 2018 - 12:52

თუ ამერიკის შეერთებული შტატები ნატო-ს დატოვებს, პუტინისთვის ეს საჩუქარი იქნება, - წერს Times-ში მიმომხილველი დევიდ ჩატერი აშშ-სა და ბრიტანეთში გერმანიის ყოფილ ელჩ ვოლფგანგ იშინგერის ინტერვიუზე დაყრდნობით.

ჩატერი დონალდ ტრამპის მიერ 2016 წელს გაკეთებულ წინასაარჩევნო განცხადებას იხსენებს,როდესაც  მან ნატო-სგან აშშ-ს გამოსვლის შესაძლებლობა დაუშვა, ხოლო ერთი წლის შემდეგ,  ბრიუსელში ალიანსის სამიტზე, სადაც ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტის რანგში დაესწრო, გააკრიტიკა ევროპის ქვეყნები ალიანსის ბიუჯეტში არასაკმარისი ფინანსური მონაწილეობის გამო.  მოგვიანებით აშშ-ს პრეზიდენტმა "Twitter"-ში დაწერა, რომ რიგი წევრი ქვეყნები მზად არიან, უფრო მეტი გადაიხადონ.

ევროპის რამდენიმე ქვეყნის მთავრობა შიშობს, რომ დონალდ ტრამპმა შესაძლოა მათ ულტიმატუმი წაუყენოს და   აშშ-ის შემდგომი მონაწილეობა  ევროპის უსაფრთხოებაში შეამციროს.

"თუ  ტრამპის ადმინისტრაცია გადაწყვეტს, რომ  ეჭვქვეშ დააყენოს აშშ-ის ლიდერობა და  ალიანსისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა, ეს  გახდება დიდი საჩუქარი ვლადიმერ პუტინისთვის" - მოჰყავს გამოცემას იშინგერის სიტყვები.

 "შეერთებული შტატების საქმიანობის შემცირება  ნატოში, ჩემი აზრით, იქნება ძალიან ცუდი და კატასტროფული  სიგნალი, რაც დონალდ ტრამპის დიდი შეცდომა  იქნება უსაფრთხოების სფეროში",  - ამბობს დიპლომატი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.26
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45