შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში „ლიბერთი ბანკის“ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

სამშაბათი, 29 მაისი, 2018 - 12:12

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც მან იარაღის მუქარით ბანკიდან თანხა გაიტაცა და მიმალვას ცდილობდა. ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულია 1977 წელს დაბადებული ზ.ლ. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ამოიღო სამედიცინო პირბადე, ხელთათმანები, გატაცებული ფული და დანაშაულის ჩადენის იარაღი (სავარაუდოდ, პნევმატური იარაღი), რომლებიც ექსპერტიზაზე გადაიგზავნა.

პირველადი გამოკითხვისას, დაკავებულმა ზ.ლ.-მ აღიარა, რომ მან მიმდინარე წლის 27 თებერვალს „ლიბერთი ბანკის“ ამავე ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა, საიდანაც იარაღის მუქარით ფული გაიტაცა და მიიმალა.

გამოძიება სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.2
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45