შსს კიდევ ერთი ტელეკომპანიის მიერ გამოძიების მონაცემების გასაჯაროების ფაქტს შეისწავლის

ორშაბათი, 28 მაისი, 2018 - 14:31

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კიდევ ერთი ტელეკომპანიის მიერ გამოძიების მონაცემების გასაჯაროების ფაქტს შეისწავლის.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარე წლის 26 მაისს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-მა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმეზე არსებული მტკიცებულებები გაასაჯაროვა. კერძოდ, გამოქვეყნდა კლუბების - „ბასიანის“ და „გალერის“ საქმეში არსებული დოკუმენტები, სატელეფონო ჩანაწერები, გასაჯაროვდა მოწმეების ვინაობა, რის გამოც შესაძლოა, მათ საფრთხე შეექმნათ.

"მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე მხარეები გაფრთხილებული იყვნენ გამოძიების მონაცემების გაუხმაურებლობაზე, შესაბამისი ხელწერილებით, მოხდა მტკიცებულებების გასაჯაროება, როგორც ტელეკომპანია „იმედის“, ასევე, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულის ჩამდენ პირთა ვინაობის დასადგენად ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45