ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, 28 მაისს მიღებულ დეკლარაციაში, საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერას, კიდევ ერთხელ გამოხატავს

ორშაბათი, 28 მაისი, 2018 - 19:24

პოლონეთის დედაქალაქში გამართული ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია დეკლარაციის მიღებით დასრულდა.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მუშაობაში საქართველოს პარლამენტიდან მონაწილეობა ირაკლი ბერაიამ, სერგი კაპანაძემ, გიორგი კანდელაკმა და ცოტნე ზურაბიანმა მიიღეს.

დეკლარაცია სახელწოდებით „ბრიუსელის სამიტზე ნატოს ერთიანობისა და სანდოობის დადასტურება“ მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: შეკავება და თავდაცვა, სტაბილურობის უზრუნველყოფა და ტერორიზმთან ბრძოლა, ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობა, ალიანსის მოდერნიზება და სხვა. დეკლარაციაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ღია კარის პოლიტიკას.

საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ნატოს წევრ სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებს, 2018 წლის 11-12 ივლისს, ბრიუსელის სამიტზე, კიდევ ერთხელ დაადასტურონ ალიანსის ღია კარის პოლიტიკა, ასპირანტი ქვეყნებისთვის განსაზღვრონ გაწევრიანების მკაფიო პერსპექტივა, გააგრძელონ საქართველოს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის პროცესში და მიაღწიონ წინსვლას გაწევრიანების პროცესის პოლიტიკურ განზომილებაში.

დეკლარაციაში ასევე ხაზგასმულია მოწოდება ალიანსის წევრი სახელმწიფოების მიმართ, კიდევ ერთხელ დაგმონ რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და გამოხატონ მტკიცე მხარდაჭერა მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45