ირაკლი კობახიძე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალურ მდივანს შეხვდა

ორშაბათი, 28 მაისი, 2018 - 18:17

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური მდივანს, მარტინ ჩუნგონგს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს პარლამენტსა და საპარლამენტთაშორისო კავშირს შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტთაშორისო კავშირი კარგი პლატფორმაა სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტთან ურთიერთობის დამყარებისა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. მისივე თქმით, ამ პლატფორმას საქართველოს პარლამენტი წარმატებით იყენებს. საუბარი საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგს შეეხო.

ირაკლი კობახიძემ მარტინ ჩუნგონგს პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების კუთხით მიმდინარე რეფორმები გააცნო. მისი განცხადებით, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს როლის გაძლიერებას ითვალისწინებს განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა.

საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალური მდივანი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე რეფორმებით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ სასურველი იქნება, საქართველოს პარლამენტმა საკუთარ გამოცდილება სხვა ქვეყნების პარლამენტებსაც გაუზიაროს.

შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესები განიხილეს და ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთ-ერთი პრიორიტეტია ეკონომიკური განვითარება. პარლამენტის თავმჯდომარემ ტურიზმის ზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ტურიზმის სფეროს განვითარება ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი კომპონენტია.

საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას და ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილ მდგომარეობას, ასევე, პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც საქართველო რუსეთთან მიმართებაში ახორციელებს.

შეხვედრაზე აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45