უჩვეულო რჩევები უცხოელებს - როგორ უნდა მოიქცნენ გულშემატკივრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში

შაბათი, 26 მაისი, 2018 - 21:57

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე უცხოელმა გულშემატკივრებმა რეკომენდაციები   მიიღეს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ რუსეთში.

ბრიტანეთის მთავრობა საკუთარ  მოქალაქეებს ურჩევს,  არ შევიდნენ რუსებთან პოლიტიკურ დაპირისპირებაში და პატივი სცენ დიდი სამამულო ომის ხსოვნას.

აშშ-ის ხელისუფლება ამერიკელებს  ურჩევს, სიფრთხილე გამოიჩინონ ქუჩაში გაცნობილებთან, არ გადაახურდაონ ფული ერთდროულად, არ გაიკეთონ ტატუები და პერსინგები, არ გამოხატონ არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია.

ავსტრალიელებს ნაცისტების შესახებ აფრთხილებენ, რომ შესაძლოა, აზიური და აფრიკული წარმოშობის მქონე ადამიანებზე თავდასხმა განხორციელდეს.

გაზეთი The Sun  ფეხბურთის გულშემატკივრებს რეკომენდაციას აძლევს, არაყს მჟავე კიტრი  მიატანონ და არ აურიონ ლუდში, ხოლო ნაბახუსევზე რუსული ბორშჩი მიირთვან.

 გაზეთი უცხოელებს  ასევე ურჩევს, რომ ნუ გამართავენ რუსებთან დალევაში "შეჯიბრს", "ისინი თქვენზე მეტს დალევენ! ნუ ეცდებით".

ეგვიპტურ მედიაში რჩევები გავრცელდა  იმის თაობაზე, თუ როგორ არ უნდა წამოეგონ რუსი ქალების სატყუარას და აფრთხილებენ, რომ  რუსი ქალები დახარბებულები არიან ფულზე. ამასთან, ისინი ან ძალიან გამხდრები ან მსუქნები არიან.

ბრაზილიურ საიტებზე გავრცელებულია რჩევები, რომ  არ გააკრიტიკონ რუსეთის პრეზიდენტი, მოერიდონ უმიზეზო სიცილს, ატარონ სუფთა ფეხსაცმელი. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44