გიორგი მარგველაშვილმა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ოფიციალურ მიღებაზე საერთაშორისო დელეგაციებს უმასპინძლა

შაბათი, 26 მაისი, 2018 - 14:33

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით, საერთაშორისო დელეგაციებისათვის, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული საზეიმო დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ირაკლი კობახიძემ საქართველოში დამოუკიდებლობის აღსანიშნავ სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის სამუშაო ვიზიტად მყოფ 20- მდე უმაღლესი დონის დელეგაციის ლიდერებსა და პრეზიდენტებს უმასპინძლეს.

სტუმრებს პრეზიდენტის სასახლის ფოიეში მოწყობილი გამოფენა "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დაათვალიერებინა.

საზეიმო დახვედრის ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტის სასახლეში საერთაშორისო დელეგაციების ხელმძღვანელებმა სიმბოლურად, ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45