"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" არც ერთი წევრი ინტერვიუს არ მისცემს რუსთავი-2-ს

პარასკევი, 25 მაისი, 2018 - 14:32

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" არც ერთი წევრი ინტერვიუს არ მისცემს რუსთავი-2-ს, - აცხადებს პარლამენტარი და "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი.

როგორც ინაშვილი აცხადებს, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" სრულად ეთანხმება 2018 წლის 24 მაისს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას და იზიარებენ ამ განცხადების სულისკვეთებას.

მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი ამჟამად ათონზე იმყოფება, თუმცა განცხადებას მასთან  შეთანხმებით ავრცელებს.

"ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი რწმენის, ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი ერის ინტერესების დასაცავად", - აცხადებს ირმა ინაშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55