რონალდინიო ერთდროულად ორ ქალზე ქორწინდება

ხუთშაბათი, 24 მაისი, 2018 - 23:54

ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო ერთდროულად ორ ქალზე ქორწინდება, ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიური მედია ავრცელებს.

ამჟამად, ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო თავის სასახლეში რიო დე ჟანეიროში ორი გოგონასთან - ბეატრიზ სოუზთან და პრისციილა კოელიოსთან ერთად ცხოვრობს. როგორც ჩანს, ახლა ისინი ძალიან კომფორტულად ცხოვრობენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რონალდინიო ყოველ კვირას თითოეულ  გოგონას პირადი  ხარჯებისთვის 1500 ევროს აძლევს,  გარდა ამისა, ის რეგულარულად უკეთებს მათ ერთნაირ საჩუქრებს, რომელიმეს გული რომ არ დაწყდეს.

 ლეგენდარული ფეხბურთელის ქორწილი აგვისტოში რიოში გაიმართება. თავად რონალდინიო პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს, თუმცა გოგონებთან ერთად  დადის მეგობრებთან და  მათთან ერთად ჩნდება ღონისძიებებზე.

 ბრაზილიის კანონში არ არის ჩანაწერი  ორცოლიანობის აკრძალვის შესახებ, თუმცა ასეთი ურთიერთობები და ქორწინებები ქვეყანაში არ არსებობს.  2012 წელს მოხდა ერთი შემთხვევა, როდესაც სანოტარო წესით გაიცა  ქორწინების ნებართვა მამაკაცსა და ორ ქალზე.  ადვოკატებმა გააპროტესტეს ქალბატონების გადაწყვეტილება, მაგრამ ნებართვის გაუქმება არ მოხდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45