მეცნიერები სიმსუქნის ეპიდემიას პროგნოზირებენ

შაბათი, 28 ივლისი, 2018 - 15:09

Novo Nordisk Research-ის მეცნიერები მიიჩნევენ, რომ 2045 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობის მეოთხედს  სიმსუქნე შეაწუხებს. გარდა ამისა, მეცნიერები იმასაც პროგნოზირებენ, რომ დედამიწაზე მცხოვრებთა ყოველი მერვე ადამიანი დიაბეტის მეორე ტიპით დაავადდება.

რამდენიმე ქვეყნის მოსახლეობის მონაცემების გაანალიზებით, მეცნიერები დასკვნამდე მივიდნენ, რომ სიმსუქნე  2045 წლისთვის 22 პროცენტამდე გაიზრდება, ხოლო ამავე პერიოდში შაქრიანი დიაბეტი - 11.7% -მდე, რაც ჯანდაცვის სამინისტროებს მკურნალობისთვის მეტი თანხის დახარჯვას აიძულებს.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სიმსუქნის ეპიდემიის შეჩერების ერთადერთი გზა სახელმწიფო ინსტრუმენტის შემუშავებაა, რამაც, შესაძლოა, 2045 წლისთვის რისკები 10% -ით შეამციროს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53