საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების პროგრამა

ოთხშაბათი, 23 მაისი, 2018 - 16:45

მთავრობის ადმინისტრაცია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების პროგრამას აქვეყნებს.

26 მაისი, შაბათი

08:30 - საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირისპირ შეხვედრა პოლონეთის პრეზიდენტ ანჟეი დუდასთან

ადგილი: სასტუმრო „ჰუალინგი“

09:00 - საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა კრინიცას ეკონომიკურ ფორუმზე

ადგილი: სასტუმრო „ჰუალინგი“ 

10:00 - საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ პირისპირ შეხვედრა

ადგილი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

10:30 - გიორგი კვირიკაშვილისა და ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებები მედიისთვის

ადგილი: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

11.00 - პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა მაღალი რანგის სტუმრების - სახელმწიფოს/მთავრობის მეთაურებისა და დელეგაციათა ხელმძღვანელების დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში

ადგილი: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

 12.00-13.30 - პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა სამხედრო ფიცის დადების ცერემონიაზე

ადგილი: თავისუფლების მოედანი

13.40 - ოფიციალური სადილი პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის სახელით მაღალი რანგის სტუმრების პატივსაცემად

15.15 - პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა მრგვალ მაგიდაზე “თანამშრომლობა კეთილდღეობისთვის - მომავალი ასწლეულის სტრატეგია”.

ადგილი: საქართველოს პარლამენტი 

15:30 – 16:30 - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორმხრივი შეხვედრები საქართველოში სტუმრად მყოფ სახელმწიფოს/მთავრობის მეთაურებსა და დელეგაციების ხელმძღვანელებთან

ადგილი: საქართველოს პარლამენტი

16.45-17.10 - პრემიერ-მინისტრის დასწრება დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების თეატრალურ ინსცენირებაზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში

ადგილი - მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეზო.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, სავარაუდო დრო - 17:15 საათი, მედიას საშუალება ექნება, გადაიღოს ღონისძიებაზე მოწვეული დელეგაციის ხელმძღვანელების ერთობლივი სამახსოვრო ფოტო.

ღონისძიებაში მონაწილე ოფიციალური პირები:

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრემიერ-მიისტრი გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი

სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი

ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საული ნიინისტო

ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი

ლიტვის რესპუბიკის პრეზიდენტი დლია გრიბაუსკაიტე

პოლონეთი რესპუბლიკის პრეზიდენტი ანჟეი დუდა

სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა

ასევე, ესტონეთის, მოლდოვას, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეები

საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუსისა და რუმინეთის ვიცე-პრემიერები

ჩეხეთის სენატის ვიცე-პრეზიდენტი

19.00 - პრემიერ-მინისტრის დასწრება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტზე

ადგილი: ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი

20.00 - ოფიციალური მიღება სახელმწიფოს/მთავრობის მეთაურებისა და დელეგაციათა ხელმძღვანელებისთვის

ადგილი: ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში

21:30 - ოფიციალური მიღება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით

ადგილი: ფუნიკულიორი 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.06
  • 3.45
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54