კადეტები ელექტრონიკასა და რობოტექნიკას შეისწავლიან

ოთხშაბათი, 23 მაისი, 2018 - 12:58

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ელექტრონიკისა და რობოტექნიკის შესწავლა იწყება. პირველ საჩვენებელ გაკვეთილებს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი დაესწრო.

სწავლებისას ლიცეუმში გამოყენებულია მეთოდი „სწავლა კეთებით“. ლიცეუმის კადეტები თავად მონაწილეობენ სხვადასხვა ელექტრო დეტალების შექმნაში. რობოტიკის წრე დაფუძნებულია STEM-ის საგნებზე და მისი მიზანია, კადეტმა არა მარტო ჭკვიანი მოწყობილობების გამოყენება და მართვა, არამედ მისი კონსტრუირება, დაპროგრამება და დასახულ მიზნებზე მორგება შეძლონ.

რობოტექნიკის კლუბი აღჭურვილია თანამედროვე ელექტრონული კომპონენტებით და პროგრამირებადი დაფით, რობოტოტექნიკით, უპილოტო საფრენი აპარატებით და სხვა თანამედროვე ტექნიკით, რომელიც გათვალისწინებულია, როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ მუშაობაზე.

ინოვაციური საგნების სრულფასოვანი სწავლების მიზნით ლიცეუმის პედაგოგებმა სპეციალური გადამზადების კურსი გაიარეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.57
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.37
  • 1.51