თუ პარლამენტი დათანხმდებოდა პრეზიდენტის მოთხოვნას პარლამენტში მისი გამოსვლის ფორმატის შეცვლის თაობაზე, ჩვენ ამ შემთხვევაში დავუშვებდით ძალიან საშიშ პრეცენდენტს -ირაკლი კობახიძე

ოთხშაბათი, 23 მაისი, 2018 - 11:11

გამოხატვის თავისუფელება რომ არაფერ კავშირშია იმასთან, რაც მაშინ ხდებოდა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხდებოდა, ამაში დაგვეთანხმება ნებისმიერი იურისტი, რომელიც გარკვეული ადამიანის უფლებებში. არანაირი კავშირი პროცედურის დაცვას არ აქვს გამოხატვის თავისუფლებასთან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ვინაიდან პრეზიდენტმა მისი გამოსვლის ფორმატის თხოვნა პარლამენტში გაახმოვანა, მან ეს საკითხი კენჭისყრაზე დააყენა, თუმცა პარლამენტმა მიიღო რაციონალური გადაწყვეტილება და არ დაუშვა საშიში პრეცენდენტი.

„გამომდინარე იქედან, რომ ეს იყო პრეზიდენტის თხოვნა გაჟღერებული სხდომათა დარბაზში, მე კენჭისყრაზეც კი დავაყენე ეს საკითხი, უნდა დავყოლოდით თუ არ უნდა დავყოლოდით პრეზიდენტის შესაბამის თხოვნას, თუმცა პარლამენტმა მიიღო საბოლოოდ რაციონალური გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ განვმარტავ, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი დათანხმდებოდა პრეზიდენტის მოთხოვნას ფორმატის შეცვლის თაობაზე, ანუ საკანონმდებლო აქტით დადგენილი ფორმატის შეცვლის თაობაზე, ამ შემთხვევაში ჩვენ დავუშვებდით ძალიან საშიშ პრეცენდენტს“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე განმარტებით, თუ პარლამენტი პრეზიდენტის თხოვნას გაითვალისწინებდა, მომავალში ეს შეიძლება გამხდარიყო სხვა ძალიან საშიში და ძალიან არასწორი პრეცენდენტების საფუძველი თუნდაც მთავრობის მხრიდან, რასაც მმართველი გუნდი არ დაუშვებს.

„აქედან გამომდინარე, პრეზიდენტმა დააყენა არასწორო თხოვნა თუ მოთხოვნა პლენარულ სხდომაზე. მას არ ჰქონდა რეგლამენტით გათვალისწინებული შესაძლებლობა ჩართულიყო დისკუსიაში იმიტომ, რომ ფორმატი დადგენილია რეგლამენტით. აქ არ არის საუბარი მცირე გადახვევაზე. რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ იმართება არა დებატები პრეზიდენტსა და საპარლამენტო სუბიექტებ შორის, არამედ საპარლამენტო სუბიექტების დებატები და პრეზიდენტი ითხოვდა ამ ფორმტის მთლიანად შეცვლას“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.06
  • 3.45
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54